გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს. შევქმენით თითოეული მოდულის მასალების შესანახად საქაღალდეები. გავეცანით პროექტის შაბლონს, პორტფოლიოების რუბრიკებს და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს. ასევე განვიხილეთ პროექტული სწავლების დანერგვის მნიშვნელობა და მიდგომები . დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. შევქმენით ბლოგი.
ბლოგის შექმნა
- გავხსენით ელექტრონული სახელმძღვანელო და გავეცანით მის შინაარსს.
- შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები.
- სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ რამდენიმე დოკუმენტი და განვათავსეთ შესაბამის საქაღალდეებში
- შევქმენით ახალი ბლოგი.
ბუკლეტის შექმნა
- ახალი ბუკლეტის შესაქმნელად სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ ბუკლეტის ნიმუში და შევინახეთ საქაღალდეში.
- ვისწავლეთ ბუკლეტისათვის სურათების მოძიება და გადმოწერა ინტერნეტიდან. დამოვწერეთ შესაბამისი სურათები და ტექსტთან ერთად განვათავსეთ ბუკლეტში.
Комментариев нет:
Отправить комментарий